ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
2000-2004 წლებში იყო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარალელულად მუშაობდა თსუ, კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის კომერციისა და ტურიზმის ბიზნესის კათედრაზე მასწავლებელად. მგვიანებით გახდა ამავე კათედრაზე დოცენტი. შეთავსებით მუშაობდა ტურისტული კომპლექსის „ბაზალეთის ტბა” გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. 2009 წელს მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მრჩეველად ტურიზმის საკითხებში.
2006-2009 წლებში გახდა თსუ ასოცირებული პროფესორი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი.
2011-2012 წლებში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის სწავლულთა გაცვლითი პროგრამით მიწვეული იყო აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში (კოლუმბია) არის 8 აკადემიური და 4 პროფესიული პროგრამის, 8 სადოქტორო და 50 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს ორი სახელმძღვანელო და 32 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილებოდა სხვადასხვა საერთშორისო საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში.