Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი. ქართული ანალიტიკური ორგანიზაციის „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსი-ტეტში (2009-2010 წწ), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (2000 წ) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში (2011 წ). გახლავთ საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (ISA), საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა
სრულად

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ნიადაგების გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების წევრი, გერმანიის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების წევრი,  გეოფიზიკური კვლევების ევროპული კავშირი (ნიადაგების სისტემური კვლევების ცენ-ტრი) წევრი, საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის“ წევრი. საერთაშორისო საგრანტო პროექტების მონაწილე, მრავალი სა-ერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობს სალექციო კურსებს: ნიადაგ-ების გეოგრაფია, ნიადაგების ტექნოგენური დაბინძურება
სრულად

მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. 1987 წლიდან დღემდე პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ბავშვთა თერაპიულ განყოფილებაში. მინიჭებული აქვს თერაპევტ-სტომატოლოგისა და ბავშვთა ასაკის თერაპევტ-სტომატოლოგის სერთიფიკატები. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთშორისო კონგრესში, კონფერენციასა და სემინარში. გახლდათ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესის და III
სრულად

სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი. უძღვება სალექციო კურსებს მოდერნულ და პოსტმოდერნულ სოციალურ თეორიებსა და, აგრეთვე, სოციალური კვლევის მეთოდებში. იაგო კაჭკაჭიშვილს განხორციელებული აქვს კვლევითი პროექტები, რომლებიც უკავშირდება განათლებას, პოლიტიკას, ეთნიკურობას, სოციალურ დაცვას და ინკლუზიას, აივ-შიდსის, უსაფრთხო სექსისა და
სრულად

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. მიჰყავს სალექციო კურსები ბაზისურ და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში, ასევე რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში.

არის საქართველოს ფარმაკოლოგთა საზოგადოების, საქართველოს პათფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს ექიმ ქალთა  ასოციაციისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს  წევრი. მისი კვლევის სფეროა გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი ფარმაკოლოგიური საშუალებები. არის 4 მონოგრაფიის, 60-ზე მეტი  სამეცნიერო სტატიის და 5 ცნობარის 
სრულად

თსუ ქიმიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში მოლეკულური სპექტრომეტრიის და ქვანტური ქიმიის სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გავლილი აქვს თეორიული ქიმიის მოსკოვური სკოლა და აღზრდილი ჰყავს 8 ქიმიის დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო შრომა (რჩეული) ისეთი მაღალი რეიტინგის და იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, როგორიც არის Russ. Chem. Rev., J. Phys. Chem., Chem. Heter. Comp.,
სრულად

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის პროგრამის თანახელმძღვანელი. თსუ ალ. ნათიშვილის  მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯის, ევროპის ქირურგთა საზოგადოების წევრი.

გახლავთ 10-მდე ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული გრანტის ხელმძღვანელი და
სრულად

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის  ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის ხელმძღვანელი. არის მერაბ ალექსიძისა (1996) და მიხეილ ნოდიას სახელობის  პრემიების ლაურეატი (2012), ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის წევრი (2014), ოკეანის ექსპერტი (http://www.oceanexpert.net/). 1996 წლიდან არის ჟურნალის „საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, სერია
სრულად

თსუ ხელოვნების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი. აქვს მრავალი სამეცნიერო სტიპენდია; იყო ფულბრაიტის სტიპენდიანტი; გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მონოგრაფია მუზეუმის მენეჯმენტისა და მართვის დარგში. როგორც მუზეუმის კურატორი მონაწილეობს მრავალ კვლევით პროექტში. წლების მანძილზე (2006-2009) იყო ნიუ იორკის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, სადაც შეიმუშავა და შემდეგ უნვიერსიტეტში დანერგა ისალმური, აღმოსავლური,
სრულად

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის კათედრის სრული პროფესორი, ბიოქიმიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო კვლევითი ერთეულის –  სტრესის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო შრომა ნეიროქიმიის განხრით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში; მოპოვებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაწესებული პ. ქომეთიანის სახელობის პრემია. არის 6
სრულად