Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ფსიქოლოგი, PHD; სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ორგანიზაციის ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი; საგანმანათლებლო კვლევები; ფსიქომეტრია. აქვს პუბლიკაციები ორგანიზაციის და ადამინური რესურსები მართვის სფეროში. ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების (ნაციონალურ) შედეგებზე.


სრულად

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი. საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი. ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის დირექტორი. 2015 წელს არის Erasmus Mundus EMBER-ის პროგრამის მიწვეული პროფესორი მალმეს უნივერსიტეტში, ხოლო 2013 წელს იყო შვედური ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი იმავე უნივერსიტეტში. 2010-11 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (კალიფორნია, აშშ).
სრულად

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. არის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

იგი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიის, 3 წიგნის, 6 სახელმძღვანელოს და დამხმარე სახელმძღვანელოს. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და წარმატებული საგრანტო პროექტის მონაწილე და კოორდინატორი. აქტიურად
სრულად

არქეოლოგი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ინსბრუკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მრავალ ქართულ და ქართულ-უცხოურ არქეოლოგიურ ექსპედიციასა და პროექტს. არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში.

სრულად

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმა-რთულების მაგისტრი, დოქტორანტი, კლიმატოლოგი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი თემატიკაა კლიმატი და მისი თანამედროვე ცვლიება. ამ კუთხით იგი სწავლობს არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების ერთერთი ინდიკატორის – მყინვარების დინამიკას, არამედ თოვლის საფარისა და საქართველოს თერმული რეჟიმის ცვლილების საკითხებს. აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო შრომა როგორც საქართველოს, ისე უცხოულ
სრულად

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. პროფესორ ვ. მარგველაშვილის ხელმძღვანელობით დაცულია 12 სადოქტორო დისერტაცია. გახლავთ ასამდე გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან 28 დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. 7 წლის განმავლობაში იგი იყო სტომატოლოგთა მსოფლიო
სრულად

ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

2000-2004 წლებში იყო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარალელულად მუშაობდა თსუ, კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის კომერციისა და ტურიზმის ბიზნესის კათედრაზე მასწავლებელად. მგვიანებით გახდა ამავე კათედრაზე დოცენტი.
სრულად

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მასწავლებელი. ამავე დროს არის პრაქტიკოსი სტომატოლოგი. 2013 წელს ფლორენციის და სიენას უნივერსიტეტების (იტალია) მიერ მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2009-2011 წლებში აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ტაფტის უნივერსიტეტში ასოცირებული პოსტ-დოქტორანტის პოზიციაზე ახორციელებდა კვლევებს ღეროვან უჯრედებზე. არის საერთაშორისო კონგრესებისა და უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მომხსენებელი. მისი
სრულად

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტირტუტის რ.დოღონაძის სახ. თეორიულკვლევათა ლაბორატორიის გამგე, ევროსაიენსის (Euroscience) წევრი (1998 წლიდან), შავი ზღვის ქვეყნების წყლის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, ამერიკული ქიმიური საზოგადოების (ACS) წევრი.
2002-2003 (შეთავსებით) – სსიპ „შავიზღვისდაცვის, რესურსებისკვლევისა და ათვისების სახელმწიფო სააგენტოს” ხელმძღვანელის მოადგილე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქიმიური,
სრულად

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი (პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია), ფლობს ასევე მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ბაკალავრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში. 2008-2013 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი),  ლუვენისა (ბელგია) და ტაუსონის (აშშ) უნივერსიტეტებში. არის ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. აქტიურად თანამშრომლობს
სრულად