Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
"მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში"

ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს ეძღვნება სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში " გაიხსნა

პროფესორ ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი

14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლისა (LSE) და მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროფესორ ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა.

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კობეს უნივერსიტეტს (იაპონია) შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კობეს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა.