ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიული ხსოვნის ორგანიზაციების გაერთიანებამ კომანდორის ორდენით (რიგითი ნომერი _ 033) დააჯილდოვა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შანხაის მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებაში (ShanghaiRanking) მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - „რომის სტატუტის“ - ძალაში შესვლის 15 წლისთავი სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა.