ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.
თსუ-ში პროექტის - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“ პრეზენტაცია გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების საუკეთესო 10%-ში შევიდა, კავკასიის რეგიონში კი პირველია. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 23 887 უნივერსიტეტს შორის, თსუ 2006-ე ადგილზეა, ევროპის უნივერსიტეტების ჩამონათვალში (4000-მდე უნივერსიტეტი) 714-ე ადგილზე (საუკეთესო უნივერსიტეტების 20%-ში), კავკასიის რეგიონში და საქართველოში კი პირველ ადგილს იკავებს.