ჟურნალი ნომერი: 6
ბუნებაში არსებული ფორმები ძალზე შთამბეჭდავია, როგორც სილამაზით, ასევე მრავალფეროვნებით. დღემდე დაუდგენელია ეს ფორმები მათთან დაკავშირებულ მოვლენებს განსაზღვრავენ თუ პირიქით, ისინი რაღაც მოვლენის „ბუნებრივ“ შედეგს წარმოადგენენ. ამ უაღრესად საინტერესო და გლობალური ამოცანების შესწავლას მათემატიკა გეომეტრიული მიდგომებით ახორციელებს. ამ მიდგომებზე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ილია თავხელიძე გვესაუბრება: „ეს პროცესი ძალზე ლამაზ, საინტერესო და რთულ ამოცანებთანაა დაკავშირებული. უძველესი დროიდან პლატონი და მისი სკოლა „წმინდა“ (νοηtά – მენტალური, აბსტრაქტული) გეომეტრიული ფორმების შესწავლაზე აკეთებდა აქცენტს, ხო-ლო არქიმედე, აპოლონიუსი, ევკლიდე, ჰერონი და მათი მრავალი მიმდევარი ცდილობდა გეომეტრიის საშუალებით (αiσθητα – დაკვირვებითი, დაყოფა ეკუთვნის გემინუს როდოსელს I საუკუნე ძვ.წ.ა.) აეხსნა ესა თუ ის მოვლენა.
ბიონანომეცნიერების და ბიონანოტექნოლოგიის კვლევის ობიექტების მრავალფეროვნება განუზომელია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოფიზიკისა და ბიონანომეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით მიმდინარე საერთაშორისო კვლევებს საფუძველი 2000-2003 წლებში ჩაეყარა.
ბოლნისის რაიონი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. სწორედ ეს რეგიონი ამარაგებს ბოსტნეულით ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილს. ამის გამო, მისი ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლოკალური, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლოებისთვის. დასკვნები კი, რომელიც რეგიონის გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით თსუ მეცნიერებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად გააკეთეს, სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 22-26 სექტემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) მასპინძლობდა COMET საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპს. ექსპერიმენტი ნაწილაკების ფიზიკაში იაპონი-ის პროტონული ამაჩქარებლის კვლევითი კომპლექსის (J-PARC) ბაზაზე ხორციელდება. ვორქშოპი თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (მეფი) მიერ იყო ორგანიზებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თანამშრომლობის წევრი 8 ქვეყნის ორმოცდაათამდე წარმომადგენელმა.