Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
„ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016“
29/02/2016

29 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად დაიხურა „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016“.

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის მიზანი იყო მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტში მსმენელები შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლებიდან.
მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე კვლევებს შემდეგი მიმართულებით: ქართული ლიტერატურა, ისტორია-არქეოლოგია, ფოლკლორი და ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია.
ზამთრის სკოლის ყველა მონაწილე დაჯილდოვა სერტიფიკატებითა და საჩუქრებით, ხოლო რამდენიმე გამორჩეულ მონაწილეს გადაეცა ფულადი პრემია გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის ქველმოქმედებიდან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და თსუ. ზამთრის სკოლა გაიმართა ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციისა და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.