Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ტიერი ბერიშვილის საჩუქარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს
22/11/2017

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი, ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურული ასოციაციის პრეზიდენტი ტიერი ბერიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა და რამიშვილების ოჯახში დაცული ფოტოები გადასცა საჩუქრად. მათ შორის, 1920 წლის დეკემბერში თბილისში გადაღებული ცნობილი სოციალისტი თეორიტიკოსის და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერის კარლ კაუცკისა და მისი მეუღლის ლუიზ კაუცკის ფოტოები, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის, არზაყან ემუხვარისა და პრაღის ქართველთა სათვისტომოს ფოტოები.

შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.