Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 7

კვლევის „პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ინდიკატორები ცხოვრებისეულ ისტორიებში“ განხორციელება თსუ მეცნიერებმა 2013 წლის დეკემბერში თსუ ასისტენტ-პროფესორის, პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლის ლილი ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყეს. ამ კვლევაში ქართველი მეცნიერის პარტნიორია დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეხსიერებისა და იდენტობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქეით მაკლინი (Kate McLean), (დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ).

რა არის მოქალაქეობის სტილი, როგორ ყალიბდება და რა ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავს მას საქართველოში? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა თსუ მეცნიერთა მიერ განხორციელებული კვლევა სახელწოდებით „რა განსაზღვრავს მოქალაქეობის სტილს: კულტურა, რელიგია, ნაციონალიზმი“. კვლევის მიზანი იყო მოქალაქეობის ეთნიკური, კულტურული და სამოქალაქო სტილის გამოკვლევა ქართველ ახალგაზრდებში. ამასთან, ქართველ მეცნიერთა ინტერესის საგანი იყო ისიც, თუ როგორ ხდება თითოეული მოქალაქეობის სტილის კონსტრუირება და მანიფესტაცია.

მკვლევარი ასე ხსნის საგრანტო პროექტის მიზანს: პროექტის მიზანია, ყოველმხრივ წარმოაჩინოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და ღვაწლი. მწერალთა პერსონალური ენციკლოპედიები ფრიად მნიშვნელოვანია მათი შემოქმედების ენციკლოპედიურად თავმოყრის, უკვდავყოფის, პოპულარიზაციის თვალსაზრისით და ზოგადად, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მოვლისა და მისი გადარჩენის კონტექსტში განიხილება. ამიტომაც კარგა ხანია მსოფლიოში არსებობს და მკითხველის დიდ ინტერესსაც იწვევს მხატვრული სიტყვის დიდოსტატთა: დანტეს, შექსპირის, ბერნსის, დიკენსის, გოეთეს, შილერის, პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვათა პერსონალური ენციკლოპედიები.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მსოფლიოში გამოქვეყნდა უამრავი ნაშრომი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე ტრანზიციის საკითხებზე, თუმცა, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ დემოკრატიზაციასთან ერთად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სერიოზულად გაძლიერდა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. საქართველოში კი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემამ კითხვის ქვეშ დააყენა თვით ქვეყნის უსაფრთხოებაც კი, ხოლო პოლიტიკის მეცნიერები ალაპარაკდნენ არშემდგარ სახელმწიფოზე. ამიტომ, 2002 წლიდან დღემდე ხორციელდება კვლევითი პროგრამა, რომლის შემადგენლობაში შედის რამდენიმე თემა. თავიდან, ყურადღების ცენტრში მოექცა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემატიკა. 2003 წლიდან კი ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური რეფორმები საქართველოში.