თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.
ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური გაიმართა.
სამეცნიერო პიკნიკი თელავში
25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში თელავში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა.
თსუ სტუდენტების წარმატება საერთაშორისო სარბიელზე
თსუ სტუდენტებმა იტალიის ქალაქ კალიარიაში გამართულ სტუდენტურ კონფერენციაში, "მე-8 ახალგაზრდა მკვლევართა შეხვედრა 8th YRM (young researchers meeting)" მიიღეს მონაწილეობა.