ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-20

შემოდგომის ლეგენდა 2019 - შენი აღმოჩენის დროა!

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსის ფინალური ტური  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა. მწვანე თარგი - სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველებმა, 16 სექტემბრიდან - 13 ოქტომბრის ჩათვლით, შეავსეთ აპლიკაცია და მიამაგრეთ ნაშრომი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Qc888SvXp6AT7aff7   

პროზაული ნაშრომი უნდა იყოს მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის                      სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
www.tsu.edu.ge
2 22 23 91
www.facebook.com/tsu.legenda



Print

« იხ. ყველა სიახლე