18 ოქტომბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრნენ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს წარმომადგენლები. მათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გააცნეს კომპანიის დასაქმების პოლიტიკა და გამართეს არსებული ვაკანსიების პრეზენტაცია.