ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-17

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობითი მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმზე ესპანეთში

2020 წლის 22-24 იანვარს, ესპანეთის ქ. ალიკანტეს უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratiry – BSLab) მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი - „სოციალურ-ეკონომიკური ეკოსისტემები: მდგრადი განვითარების გამოწვევები ციფრულ ეპოქაში“, (7th Business Systems Laboratory International Symposium SOCIO-ECONOMIC ECOSYSTEMS: CHALLENGES FOR SUSTAINABLE DEVELOPMENT IN THE DIGITAL ERA http://bslab-symposium.net/Alicante-2020/BSLAB-Alicante-2020-Submissions.htm.

ქვემოთ დასახელებული მოხსენებების წარსადგენად ზემოხსენებულ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და დოქტორანტმა:
1.    გოგორიშვილი ირინა - „ციფრული ეკონომიკის მარეგულირებელი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა მცირე ქვეყნებში“ (State Economic Policy for Regulating Digital Economy in Small Countries);
2.    ლეკაშვილი ეკა - „საქართველოში სოციალური მეწარმეობის მასტიმულირებელი პოლიტიკის საკითხისთვის“  (For the purpose of stimulation policy for social entrepreneurship in Georgia);
3.    მღებრიშვილი ბაბულია  - მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მიღწევის ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი საქართველოში (Some Legal Aspects of Achievement of Sustainable Consumption and Production in Georgia);
4.    ნაცვლიშვილი ია, სეთურიძე რუსუდანი -  „უმაღლეს განათლებაში კვლევის შეფასების სისტემის ხელახალი გააზრება ციფრულ ეპოქაში“ (Rethinking the System of Research Assessment in Higher Education in the Digital Era);
5.    ოქრუაშვილი ნანული - ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე მსოფლიო ტენდენციები და საქართველო: პრობლემები და პერსპექტივები“ (Contemporary World Trends of Organic Agriculture Development and Georgia: Problems and Perspectives);
6.    სეთური მაია - „გაყიდვების უმნიშვნელოვანესი ელემენტები და მათი ცოდნის მიღების აუცილებლობა“ (The Most Important Elements of Knowledge in Sales and the Necessity of Acquiring Them);
7.    სეთურიძე რუსუდანი, თოფურია ნინო - “ბიზნესისა და უნივერსიტეტების ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი გზა - ერთიანი ბიზნეს ანალიტიკის პორტალის მართვა”(One of the ways of cooperation between the businesses and the universities – Unified data management using the Busines Inteliigence portal);
8.    სეფაშვილი ეკა, მერმანიშვილი თამარ - „ციფრული ხელმოწერა: გლობალურ ეკონომიკაში: ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ძირითადი ინსტრუმენტი“ (Digital Signature: A Key Tool for Technological Transformation in Global Economy);
9.    უროტაძე ეკატერინე - სოციალური მედია მარკეტინგის როლი ტურისტული სააგენტოებისადმი ქართველი მომხმარებლების დამოკიდებულებაში (The role of social media marketing in attitude towards Georgian consumers to travel agencies);
10.    ფარესაშვილი ნინო - „საქართველოში არსებული უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების კვლევა (Studying Socio-Economic Outcomes of Unemployment in Georgia).

პრეზენტაციის შემდგომ შედგა დისკუსია სიმპოზიუმის წევრებთან. განხილული იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში უცხოელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები. სიმპოზიუმის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. მოხსენებები დაიბეჭდება ბიზნესის სისტემების წიგნების საერთო სპეციალური გამოცემის სახით. სამომავლოდ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარებთან სამეცნიერო კავშირები უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ახალი მიმართულებებით.






Print

« იხ. ყველა სიახლე