ა.წ. 20-25 იანვარს საქართველო მასპინძლობდა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 კონგრესს. მასში მონაწილებდნენ ყველა კონტინენტის 70 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული გიდი, გიდების კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონგრესის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 12 სტუდენტმა. რომლებმაც საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს. კონგრესის ფარგლებში, სტუმრები მონაწილეობდნენ ვუორკშოპში თემაზე - „აბრეშუმის გზა და ტურიზმი (საქართველოს მაგალითი)“, რომელიც ჩაატარა ტირიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა. დასრულებისთანავე, რამოდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი ამ საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელებაზე. სტუმრები საქართველოში კიდევ ერთი კვირა დარჩებიან და ეწვევიან საქართველოს რეგიონებს. https://ipress.ge/new/thbilisshi-gidebis-asotsiatsiebis-msophlio-phederatsiis-kongresi-wftga-convention-2019-mimdinareobs/