გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად;
საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდება 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი №307);
განმცხადებელი ვალდებულია საბუთების მიმღებ აპარატს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება (იხ. დანართი №1)
ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;
გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
დ)პროექტში მონაწილეთა CV;
ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.
ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი №2)