ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-08

შეხვედრა თბილისის 89-ე სკოლის მოსწავლეებთან

8 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ თბილისის 89-ე სკოლის უფროსკლასელებს. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანის მოადგილე ნინო ფარესაშვილი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე მამუკა ხუსკივაძე და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი. მოსწავლეები დაინტერესდნენ ფაკულტეტზე არსებული პროგრამებით, მისაღებ გამოცდებზე მოსალოდნენლი ცვლილებებით, პარტნიორ უნივერსიტეტებთან არსებული გაცვლითი პროგრამებით და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებით. შეხვედრამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.







Print

« იხ. ყველა სიახლე