10 ოქტომბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე შეხვდა კონსალტინგური კომპანია TBSC პრეზიდენტს, ბატონ პაულ კლარკს. საუბარი შეეხო კომპანიისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებს, ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს.