ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-06

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“

11-16 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის აუდიტორია 301-ში, გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“, რომლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

11 სექტემბერს, 9:00 საათზე, საზაფხულო სკოლას გახსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გია შარვაშიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას  მიიღებენ ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. ლექცია-სემინარების წასაკითხად მოწვეული არიან პროფესორები მაგდალენა შტულბი და გაბრიელა ვოლფი კობლენცის უნივერსიტეტიდან, ხოლო პროფესორი მათიას ფოგტი ციტაუ - გიორლიცის უნივერსიტეტიდან. ლექციების შემდეგ გაიმართება დისკუსიები მულტიკულტურული საწარმოების ფუნქციონირებასა და ინერკულტურული კომუნიკაციების შესახებ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თბილისში არსებული სხვადასხვა საწარმოები, ხოლო დასვენების დღეებში უცხოელი სტუმრები დაათვალიერებენ საქართველოს ღირშესანიშნაობებს. საზახულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სერტიფიკატები.

საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელია თსუ მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, ხოლო კოორდინატორი - ქალბატონი სოფიკო ჯვარშეიშვილი (E-mail: sofiko.dzhvarsheishvili@tsu.ge)
Print

« იხ. ყველა სიახლე