სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო კურსი − MS Excel − Upper Intermadiate
კურსის მოკლე აღწერა
კურსი მოიცავს Excel-ის მთავარი ფუნქციებისა და ფორმულების შესწავლას სრული სახით და მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Excel-ის პარამეტრების საკუთარი მოთხოვნების მიხედვით რედაქტირებას. სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა შეძლოს ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადაჭრისას, რთული და არასრული მონაცემების დამუშავების დროს, Excel-ის ფუნქციებისა და ფორმულების ოპტიმალური გამოყენება, რაც მოიცავს: ბაზების შექმნას, ბაზების დამუშავებას, ფორმატირებას, პირობით ფორმატირებას, ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებასა და უჯრებს შორის კავშირების შექმნა/რედაქტირებას.
მიზნობრივი აუდიტორია, ვისთვისაც ტრენინგია განკუთვნილი
• აქვს საბაზისო ცოდნა და სურს ცოდნის გაღრმავება;
• შეხება აქვს MS Excel-თან და სურს პროცესის გამარტივება და დახარჯული დროის შემცირება.
რა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს მონაწილე
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
• Excel-ის პარამეტრების სურვილისამებრ რედაქტირებას;
• იმ ტიპური, კომპლექსური პრობლემების დახასიათებას, რომელთა გადაწყვეტა შეუძლია Excel-ს;
• ძირითადი მათემატიკური, სტატისტიკური, ლოგიკური, ტექსტური, თარიღისა და დროის, ძებნა/დაკავშირების და სივრცითი ფორმულების გამოყენებას;
• მონაცემთა ბაზების შექმნას, რედაქტირებას, მოწესრიგებასა და მათზე სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას;
• რაოდენობრივი ინფორმაციის დამუშავებას და დიაგრამების, გრაფიკების, საშუალებით შედეგების ინტერპრეტირებას პროგრამა Excel–ის საშუალებით;
• Excel-ის საშუალებით აგებულ გადაწყვეტილებათა ხის საფუძველზე ალტერნატივების კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას;
• არასტანდარტული დავალებების დროს სივრცითი ფორმულების (CTRL+SHIFT-ENTER) გამოყენებას.
ტრენერის შესახებ
გიორგი ხითარიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანი აუდიტორია.
2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
2017 წლიდან ატარებს Excel-ის როგორც საბაზისო (Basic), ისე პროფესიონალურ (Upper Intermadiate) ტრენინგებს. ჩატარებული აქვს PowerPoint-ისა და აუდიტის მართვის პროგრამის MKinsight-ის ტრენინგები.
კოორდინატები: Email: sai@sao.ge Phone: 032 2 054 615
საბუთების მიღების ვადა
2019 წლის 8 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
sai@sao.ge
რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 032 2 054 615
09.12.2019 – 26.12.2019
კურსის ხანგრძლივობა: 16 სესია (16 საათი)
კურსის ღირებულება: 250 ლარი
დღის წესრიგის ჩამოტვირთვა