ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-04-07

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

ძვირფასო კოლეგებო, 
თსუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით სწავლების განხორციელების კონცეფცია  და ადმინისტრირების წესი, რომლის მიხედვით  ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით იქმნება სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მონიტორინგის ჯგუფი.
მონიტორინგის ჯგუფის წევრები უახლოეს დროში შეგეხმიანებიან თქვენგან საჭირო ინფორმაციის მისაღებად. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე სემესტრში ოფიციალური უქმე დღეების (9 აპრილი, 17 აპრილი, 18 აპრილი, 20 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი, 26 მაისი...) აღნიშვნის შემთხვევაში ამ დღეებში ცხრილით გათვალისწინებული თქვენი ლექცია-სემინარების აღდგენის გრაფიკი მიაწოდოთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ისევე, როგორც ნებისმიერი ცვლილება თქვენს ცხრილში.
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სემესტრს!
   

Print

« იხ. ყველა სიახლე