ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-04-07

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!


მოდიფიცირებული შეფასების  სისტემა მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსებისთვის

ძვირფასო სტუდენტებო, 
თსუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით სწავლების განხორციელების კონცეფცია  და ადმინისტრირების წესი, რომლის მიხედვით  მიმდინარე სემესტრში გამოცხადებულ ყველა სასწავლო დისციპლინას განესაზღვრა  შექმნილი ვითარების შესატყვისი და ყველა სასწავლო კურსზე ადვილად მოსარგები შეფასების  სისტემა (40% + 60%). 
    დასკვნითი გამოცდის წილის გაზრდა (60 ქულამდე)   განპირობებულია სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომითა და  ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით:
1. შექმნილ ვითარებაში ვეღარ ხერხდება შუალედური გამოცდების ტრადიციული ფორმით ჩატარება, შესაბამისად, მათი შეფასების ქულების დასკვნითი გამოცდისთვის მიმატების ხარჯზე გამსხვილდა დასკვნითი გამოცდის წილი 100-ქულიან საერთო სემესტრულ შეფასებაში.
2. გავითვალისწინეთ ის დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი გარემოებები, რომელშიც აღმოვჩნდით და ისიც, რომ ყველა სტუდენტისათვის დისტანციური სწავლებისთვის  აუცილებელი ტექნიკური საშუალებები შეიძლება ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.  გადაგზავნილი სასწავლო კურსის მასალების, სასწავლო კურსების ჩანაწერების ასინქრონულად გაცნობითა და საგნის ლექტორთან ინდივიდუალური კონსულტაციებით სტუდენტს  უნდა მიეცეს დამოუკიდებლად მეტი მუშაობის საშუალება, რათა დასკვნითი გამოცდისთვის მომზადება შეძლოს; დასკვნითი გამოცდის ქულათა რაოდენობამაც უნდა შეუწყოს ხელი, სათანადოდ მომზადების შემთხვევაში დააგროვოს ქულათა ის საკმარისი რაოდენობა, რომელიც კურსის დადებითი შეფასებისთვისაა საჭირო (მაგალითად, 11 მინიმალური ქულით გამოცდაზე დაშვებული სტუდენტი თუ გამოცდას ასევე მინიმალური დადებითი 30 ქულით   ჩააბარებს, მას ჯამური 41 ქულა ამ გამოცდის გადაბარების  უფლებას აძლევს). 
სემესტრული აქტოვობის შეფასებათა წილის 40 ქულამდე შემცირება არ ნიშნავს სალექციო და სასემინარო დროის შემცირებას.
იმედი გვაქვს, ერთად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და შევინარჩუნებთ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ხარისხსა და აკადემიურ დონეს!

Print

« იხ. ყველა სიახლე