ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრა 28 იანვარს გამართავს აღმოსავლეთმცოდნე-ებრაისტის, მანანა (მაკა) გოცირიძის დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას –
ბიბლიის ებრაული: კვლევის ტრადიცია და თანამედროვეობა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და თეზისები 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
თეზისების გაფორმების წესი:
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204