შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ XIV საერთაშორისო სიმპოზიუმზე
„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,
რომელიც ჩატარდება 2020 წლის 23-26 სექტემბერს.
XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:
აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი
(ეძღვნება პოეტ-აკადემიკოსს გიორგი ლეონიძეს)
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:
- ისტორია და კოლექტიური მეხსიერება
- ფოლკლორი – ნაციონალური იდენტობის საცავი
- მითი, რიტუალი და სიმბოლო ფოლკლორსა და ლიტერატურაში
- ფოლკლორული ჟანრები
- ფოლკლორი და მხატვრული ტექსტი
- თანამედროვე მითოლოგია და ლიტერატურული ზღაპარი
- მუსიკალური ფოლკლორი
- თანამედროვე ფოლკლორული ნარატივები (ურბანული მითები)
- ფოლკლორი და გენდერი
- ფოლკლორი – კულტურათაშორისი კომუნიკაციების საშუალება
- ფოლკლორი მულტიკულტურულ საზოგადოებაში – ტრადიცია და ინოვაცია კულტურაში
- ფოლკლორი და მოსაზღვრე სამეცნიერი დისციპლინები (ისტორია, ლიტერატურა, ეთნოლოგია)
- ფოლკლორის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია
- ფოლკლორი და დიგიტალური ეპოქა
- ციფრული ფოლკლორული არქივები და მონაცემთა ბაზები
- საველე-შემკრებლობითი კვლევის პრაქტიკა
- ფოლკლორი და მულტიმედია
- ფოლკლორი პოპკულტურაში
- ფოლკლორი მედიასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში
- ფოლკლორისტები: სახელები, ეპოქები, ღვაწლი
- დამატებითი ინფორმაცია იხ. სიმპოზიუმის ვებგვერდზე: