ბეჭდვა |/ დახურვა
 

თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის

2013-03-25

თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის

ა/წ 27 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 107-ე აუდიტორიაში, 11 საათიდან 12:30 საათამდე გაიმართება ღონისძიება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის.

ღონისძიება ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (EWMI-JILEP) თანამშრომლობით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია თემებზე: მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისათვის, ასევე სამშენებლო მედიაციის კანონპროექტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე