![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფაკულტეტზე გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1. 9–10 თებერვალს 10:00 სთ–ზე იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის
ბიბლიოთეკაში კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართლის პოლიტიკა და მისი
განვითარების ძირითადი ტენდენციები საქართველოში“.
2. 10 თებერვალს 17:00 სთ–ზე იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის
ბიბლიოთეკაში იურიდიული ფაკულტეტის ეგიდით გამოცემული წიგნების –
„საკორპორაციო სამართლის სტატიათა კრებულისა“ (რედაქტორი – იურიდიული
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბურდული) და „დანაშაული და
სასჯელი ქართულ ჩვეულებით სამართალში“ (ავტორი – იურიდიული ფაკულტეტის
სრული პროფესორი გიორგი დავითაშვილი) პრეზენტაცია.