ბეჭდვა |/ დახურვა
 

შეხვედრა გერმანულენოვან სტუდენტებთან

2013-02-17

შეხვედრა გერმანულენოვან სტუდენტებთან

2013 წლის 18 თებერვალს, ორშაბათს, 17:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე

საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის

გერმანულენოვანი სტუდენტების შეხვედრა ზაარლანდის გერმანულ–ქართული საზოგადოების

თავმჯდომარესთან, ქალბატონ გიზელა ჰაილთან.

შეხვედრაზე ქალბატონი ჰაილი წარმოადგენს თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის

გერმანულენოვანი სტუდენტებისათვის ორგანიზებულ შემდეგ გაცვლით პროგრამას:

*პროგრამის ხანგრძლივობა: 7 კვირა

*პროგრამის მასპინძელი: ზაარბრიუკენის (ზაარლანდი, გერმანია) სახელმწიფო

სამსახურები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო დაწესებულებები

*წინაპირობა: გერმანული ენის კარგად ცოდნა

*უზრუნველყოფა: ცხოვრებისა და კვების პირობები (გერმანულ ოჯახებში) და სტიპენდია

200 ევროს ოდენობით (შიდა ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებისათვის)

*სხვა შესაძლებლობა: ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის

ბიბლიოთეკით სარგებლობა და ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა

*სამიზნე ჯგუფი: ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები

*საერთაშორისო მგზავრობა: პროგრამა არ აფინანსებს საერთაშორისო ტრანსპორტირებას

შეხვედრის ფარგლებში ქალბატონი ჰაილი უპასუხებს სტუდენტთა შეკითხვებს პროგრამის შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე