ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-06-06

შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან

მიმდინარე წლის 6 ივნისს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან.

შეხვედრის თემაა "ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლო".

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

ინფორმაცია აგრეთვე განთავსებულია თსუ იურიდიული ფაკულტეტის Facebook–გვერდზე
.

Print

« იხ. ყველა სიახლე