ბეჭდვა |/ დახურვა
 

ვიზიტი საერთაშორისო კრიმინოლოგიის საზაფხულო სკოლაში (უნგრეთი, ქ. პეჩი)

2010-06-11

ვიზიტი საერთაშორისო კრიმინოლოგიის საზაფხულო სკოლაში (უნგრეთი, ქ. პეჩი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თამშრომლები სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი და სამართლის მაგისტრი მაკა ხოდელი 2010 წლის 6-11 ივნისს ფრაიბურგის (გერმანია) მაქს-პლანკის სახელობის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიწვევით იმყოფებოდნენ უნგრეთის ქალაქ პეჩში საერთაშორისო კრიმინოლოგიის საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლაში მოხსენებით გამოვიდნენ ფრაიბურგის (გერმანია) მაქს-პლანკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები: პროფესორები ჰანს-იორგ ალბრეხტი, ჰელმუტ კური, დოქტორი მიხაილ კილხლინგი და სხვები.

მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიებში მონაწილებდნენ კრიმინოლოგები საქართველოდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, შვეიცარიიდან და ბულგარეთიდან.

საზაფხულო სკოლაში მონაწილე პირები შეთანხმდნენ კონკრეტული ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

ფოტოგალერეა
Print

« იხ. ყველა სიახლე