ბეჭდვა |/ დახურვა
 

მედიაციის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო კონფერენცია

2012-11-09

მედიაციის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო კონფერენცია

თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ეგიდით

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად მედიაციის სტუდენტურ

კონკურსსა და სამეცნიერო კონფერენციაში.

კონკურსში „მედიაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ მონაწილეობის მიღება

შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. საკონკურსო ნაშრომების მიღებისა და

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 დეკემბერი. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ

ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში - „მედიაციასაქართველოში - დღევანდელობა და

პერსპექტივები“. კონფერენცია შედგება 15 დეკემბერს.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები ასევე მიიღებენ სერტიფიკატებსა დაპარტნიორების მიერ

დაწესებულ პრიზებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საინიციატივო ჯგუფის სოციალური ქსელის გვერდზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე