ბეჭდვა |/ დახურვა
 

გასაუბრება მაგისტრანტებთან

2013-02-18

გასაუბრება მაგისტრანტებთან

იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე

აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მუშაობენ სამაგისტრო თეზისზე, ეძლევათ

შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კვლევით მივლინებაში სევილიის უნივერსიტეტში (ესპანეთი).

კვლევითი მივლინების პირობები:

*სამიზნე ჯგუფი: მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები

*ენობრივი კომპეტნცია: ინგლისური ენის მაღალი დონე

*მივლინების ხანგრძლივობა და პერიოდი: 2 კვირა, 2013 წლის ივნისი–ივლისი

*წინაპირობა: სტუდენტი სამაგისტრო თეზისს უნდა ამუშავებდეს (ა) საერთაშორისო კერძო

სამართლის, (ბ) საერთაშორისო კომერციული სამართლის, (გ) მსოფლიოს სავაჭრო

ორგანიზაციის (WTO) სამართლის ან მომიჯნავე თემატიკაზე

*კვლევის ორგანიზება: კვლევითი მივლინების ფარგლებში სტუდენტს დაენიშნება

სამეცნიერო ხელმძღვანელი სევილიის უნივერსიტეტის მხრიდანაც

სტუდენტთა შერჩევა მოხდება სამაგისტრო თემის რეგისტრაციისა და მიმართულების მიერ

თემის სტრუქტურის მიღების შემდეგ.

შერჩევის მიზნით 2013 წლის 11 მარტს, ორშაბათს, 17:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის

მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება გასაუბრება. გასაუბრებაზე სტუნდენტს

მოუწევს კვლევის თემისა და სტრუქტურის მცირე პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ ინფორმაცია მათ მიერ

რეგისტრირებული სამაგისტრო თემის შესახებ ამათი საკონტაქტო მონაცემებთან ერთად

ელექტრონული ფოსტის მისამართზე law@tsu.ge თემის ველში სათანადო მითითებით

"მივლინება სევილიის უნივერსიტეტში".

NB: მივლინების პირობები შესაძლოა შეიცვალოს. ცვლილების შესახებ ეცნობებათ

დაინტერესებულ პირებს. ცვლილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება იურიდიული

ფაკულტეტის ვებ–გვერდების საშუალებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე