ბეჭდვა |/ დახურვა
 

სამართლებრივი მართლწერისა და არგუმენტაციის კურსი ბიზნეს–სამართალში

2011-11-01

სამართლებრივი მართლწერისა და არგუმენტაციის კურსი ბიზნეს–სამართალში

მიმდინარე წლის 10, 11, 14, 15 და 16 ნოემბერს, 11:00 საათიდან 14:00

საათამდე თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–2 და შემდგომი კურსის

სტუდენტებისათვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება ლექციები თემაზე „სამართლებრივი

მართლწერა და არგუმენტაცია ბიზნეს–სამართალში“. ლექციებს გაუძღვება სამხრეთ

ტექსასის სამართლის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი კატერინა ლევინბუკი.


სემინარებში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაციის მიზნით მათი

საკონტაქტო ინფორმაცია (მობ. ტელ. ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი) უნდა

გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: giorgi.chakvetadze@tsu.ge

რეგისტრაცია დასრულდება სამშაბათს, 8 ნოემბერს, 21:00 საათზე.

რეგისტრაციის მთავარი წინაპირობაა სტუდენტის სათანადო ენობრივი კომპეტენცია

სამართლებრივ ინგლისურში.



სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ

„ტრეინინგში“, საპატიოდ ჩაეთველბათ იმ ლექციებსა და სემინარებზე დაუსწრებლობა,

რომლებიც ტარდება „ტრეინინგის“ მიმდინარეობისას.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტს მიენიჭება 2 კრედიტი. ათვისებული

ცოდნის შემოწმება მოხდება კურსის მიმდინარეობაში სტუდენტის ჩართულობისა და

ლექციების ბოლო დღეს ჩატარებული წერილობითი გამოკითხვის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

გიორგი ჩაკვეტაძე

ტელ.: (995 32) 2290596, (995 77) 161907

ელ. ფოსტა: giorgi.chakvetadze@tsu.ge

თსუ მე–2 კორპუსი, ოთახი № 124

Print

« იხ. ყველა სიახლე