ბეჭდვა |/ დახურვა
 

საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართალში

2013-03-19

საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართალში

2013 წლის 22 მარტს, 1100 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართება ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორ, სამართლის დოქტორ ჰაინერ ალვარტისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ასევე მოხდება

• ,,სისხლის სამართლის სამეცნიერო სიმპოზიუმის კრებულის’’ პრეზენტაცია

და ჩატარდება

• სისხლის სამართლის სამეცნიერო კონფერენცია.

ამავე დღეს მოხდება

• ,,სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის’’ დაფუძნება

Print

« იხ. ყველა სიახლე