ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-06-22

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად - წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს !

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.

წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს საჯარო ლექცია/დისკუსიის ჩატარებას. კერძოდ, 26 ივნისს, 17:00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საია გამართავს ლექცია/დისკუსიას.

ლექცია/დისკუსია გაიმართება: თსუ, მეორე კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია.

Print

« იხ. ყველა სიახლე