ბეჭდვა |/ დახურვა
 

კონფერენცია: „პოლიციის როლი დანაშაულის პრევენციაში“

2012-05-14

კონფერენცია: „პოლიციის როლი დანაშაულის პრევენციაში“

2012 წლის 17 მაისს, 10 საათზე. თსუ II კორპუსი; I სართული, იურიდიული

ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება კონფერენცია: “პოლიციის როლი დანაშაულის პრევენციაში”.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული

ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი

ატარებს კონფერენციათა ციკლს თემაზე – „დანაშაულის პრევენცია – პოლიციიდან მსჯავრდებულის გამოსწორებამდე“.

დაგეგმილია შეხვედრები პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს და სასჯელაღსრულების

სისტემის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კონფერენციების ციკლის ფარგლებში

იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პირველ

კონფერენციას გამართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

მონაწილეობას მიიღებენ: თსუ–ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, თსუ–ს

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი ბურდული, საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის მოადგილე – ეკა ზღულაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი – შოთა უტიაშვილი, თსუ იურიდიული

ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი – მზია ლეკვეიშვილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე