ბეჭდვა |/ დახურვა
 

ყოველწლიური კონკურსი “მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი”

2012-07-09

ყოველწლიური კონკურსი “მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი”

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ყოველწლიური კონკურსი „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი.“

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს საერთო სასამართლოების მუშაობის გაშუქების შეფასებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებსა და

მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირებს.

ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრებს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში:

* ბეჭდური მედია;

* სამაუწყებლო მედია;

* რადიო;

* ბლოგი ;

* პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნება.

საკონკურსო ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნა ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (კონკურსის კომიტეტის თავმჯდომარე), ერთი

მოსამართლე, ერთი ადვოკატი, ერთი მედიის სპეციალისტი, ამერიკის საერთაშორისო

განვითარების სააგენტოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი

გაძლიერების პროექტის (JILEP) ერთი თანამშრომელი და ხელოვნებისა და მწერლობის

თითო–თითო წარმომადგენელი.

ჟიური გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს ნაწერის ან ვიდეო/აუდიო მასალის

ხარისხს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხის ანალიზს; კონკრეტული თემის

სიახლეს და მნიშვნელობას.

კონკურსის მონაწილეებმა განცხადების შემოტანისას ქვემოთ მოცემული 10 შეკითხვით უნდა

იხელმძღვანელონ. აღნიშნული შეკითხვები, სხვადასხვა კუთხით თანაბრად შეიძლება

დაუკავშირდეს მედიისა და ხელოვნების ნაშრომებს. გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს

ქვემოთ აღნიშნულ უმეტეს მოთხოვნებს. იყო თუ არა საკონკურსო მასალა იმ მოცულობის

რომ მთლიანად მოეცვა შესასწავლი თემა? შეიცავდა თუ არა ნაშრომი რამდენიმე

განსხვავებულ აზრს კომპლექსური საკითხის ასახსნელად? იყო თუ არა საკმარისი წყაროები

განხილული სრულყოფილი და მრავალმხრივი მტკიცებულების მოსაყვანად და შესწავლილი

საკითხის გასამყარებლად? იყო თუ არა საკითხი საკმარისად მნიშვნელოვანი ან სიახლის

მატარებელი და მისი განხილვა რამდენად უფრო ფართო და ღრმა იყო წინა და მიმდინარე

დაკავშირებულ თემებთან შედარებით? იყო თუ არა ნაშრომში ციტირებული შესაბამისი

საექსპერტო წყაროები? გამოიყენა თუ არა ავტორმა სტატისტიკური ანალიზი თავისი

ნაშრომის გასამყარებლად? იყო თუ არა ავტორის მიერ შესწავლილი რეკომენდაციები

სიტუაციის გამოსწორების, განსახორციელებელი აქტივობები და რეფორმები? არის თუ არა

დემონსტრირებული ნაშრომით რომ ავტორმა გამოიჩინა ძალისხმევა რომ აღეწერა

მართლმსაჯულების ან მისი მონაწილე სუბიექტების როლები სტატიაში/სიუჟეტში/პროდუქტში?

წარმოადგინა თუ არა კონკურსში მონაწილემ იმის მტკიცებულება რომ მისი ნაშრომი ფართო

აუდიენციისათვის იყო ხელმისაწვდომი ? ნაშრომის ხარისხი იყო თუ არა უმაღლეს

პროფესიულ დონეზე შესრულებული?

საკონკურსო ნაშრომებს თან უნდა ახლდეს მოტივაციის წერილი და გამოგზავნილ იქნას

არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრის 17 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე:

n.metreveli@hcoj.gov.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ნათია მეტრეველს – 577 722 556.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკემბერში, ოქროს ჩაქუჩის ყოველწლიურ ი

დაჯილდოების ცერემონიაზე. მათ გადაეცემათ სერტიფიკატი, ჯილდო ”მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი” და პრიზი.

Print

« იხ. ყველა სიახლე