![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი განყოფილების
„ფილოსოფია გლობალურ სამყაროში“ ასისტენტი, მაგსტრი და დოქტორი სოფი ლოიდოლტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (I სართ.) მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ორშაბათს, 12:00 საათზე
წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „სამართლის ფენომენოლოგიის განვითარება“.
დოქტორ ლოიდოლტის კვლევის სფეროებია ფენომენოლოგია, პოლიტიკის ფილოსოფია,
სამართლის ფილოსოფია, ეთიკა, ტრანსცენდენტური ფილოსოფია და ეპი
სტემოლოგია. იგი არის ავტორი წიგნებისა „Einführung in die
Rechtsphänomenologie. Eine historisch-systematische Darstellung“
(„სამართალფენომენოლოგიის შესავალი. ისტორიულ–სისტემური წარმოდგენა“, 2010),
„Anspruch und Rechtfertigung. Eine Theorie des rechtlichen Denkens im
Anschluss an die Phänomenologie Edmund Husserls“ („მოთხოვნა და გამართლება.
სამართალაზროვნების თეორია ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიასთან მიმართებით“, 2009),
„Rechtssinn und An-spruch. Entwurf einer Phänomenologie der Vernunft als
rechtlicher Intentionalität.“ („სამართალშეგნება და მოთხოვნა. მიზეზობრიობის
ფენომენოლოგიის სახე, როგორც სამართლებრივი განზრახულობა“, დისერტაცია, 2006),
თხუთმეტამდე სამეცნიერო წერილისა და რედაქტორი ორი მონოგრაფიისა და სხვ. ამჟამად
იგი გამოსაცემად ამზადებს მონოგრაფიას „Hannah Arendts Phänomenologie der Pluralität“
(„პლურალიზმის ჰანა არენდტისეული ფენომენლოგია“).
მოხსენება წარიმართება ინგლისურ ენაზე და, დაახლოებით, ერთ საათს გასტანს.
შეხვედრაში მონაწილეობა თავისუფალია.
იხ. დამატებითი ინფორმაცია სოფი ლოიდოლტის შესახებ.