ბეჭდვა |/ დახურვა
 

რენატე უინთერი: „საერთაშორისო სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოები“

2011-11-30

რენატე უინთერი: „საერთაშორისო სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოები“

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სიერა ლეონესათვის შექმნილი სპეციალური

სასამართლოს ავსტრიელი მოსმართლე რენატე უინთერი.

რენატე უინთერი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ

სიერა ლეონეს სპეციალურ სასამართლოში დანიშნული მოქმედი მოსამართლე და სააპელაციო

პალატის წევრი და ამავე სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი. იგი არის სხვადასხვა

საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპის სისხლის სამრთლის ასოციაციის წევრი.

მოსამართლე უინთერი არის ავტორი საერთაშორისო თუ ადგილობრივ პერიოდულ გამოცემებში

გამოქვეყნებული მრავალი სტატიისა.

საჯარო ლექცია გაიმართება 30 ნოემბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორიაში # 412.

იხ. განცხადება

Print

« იხ. ყველა სიახლე