ბეჭდვა |/ დახურვა
 

გაზაფხულის სემესტრის საფაკულტეტო კონფერენცია

2010-06-13

გაზაფხულის სემესტრის საფაკულტეტო კონფერენცია

იურიდიული ფაკულტეტის 2009–2010 წლის გაზაფხულის სემესტრის საფაკულტეტო კონფერენცია 2010 წლის 1–დან 13 ივნისამდე ჩატარდება საფაკულტეტო კონფერენცია

კონკრეტული თემის კატეგორიების ფარგლებში იმუშავებს ექვსი სექცია:

1) კერძო სამართლის სექცია – სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი
2) საჯარო სამართლის სექცია – უფლების დაცვის საჯარო–სამართლებრივი საშუალებები
3) სისხლის სამართლის სექცია – ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ–ერთი სახე
4) საერთაშორისო სამართლის სექცია – საერთაშორისო–სამართლებრივი ცნობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში
5) სამართლის ისტორიის სექცია – რომის კერძო სამართლისა და ქართული სამართლის ინსტიტუტების შედარება
6) სამართლის მეთოდების სექცია – სამართალი და სახელმწიფო ხელისუფლება

თითოეულმა სტუდენტმა უნდა შეარჩიოს ერთი სასურველი სექცია და წარმოადგინოს ნაშრომი სექციისათვის განსაზღვრული კონკრეტული თემის კატეგორიის ფარგლებში ინდივიდუალურად (თანაავტორობა დაუშვებელია).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საფაკულტეტო კონფერენციების კოორდინატორს:
გიორგი ამირანაშვილი 893 47 42 02; 877 94 30 40 initiative_group2009@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე