![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
27 აპრილს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში
(აუდიტორია №107) გაიმართება თსუ–ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური
ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. შეხვედრისას, ასევე, მოეწყობა
დისკუსია თემაზე „მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები“.