ბეჭდვა |/ დახურვა
 

პროფ. ჯეიმს ალფინის ლექციები თემაზე „სამართლებრივი ეთიკა“

2011-11-21

პროფ. ჯეიმს ალფინის ლექციები თემაზე „სამართლებრივი ეთიკა“

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ეგიდით, მიმდინარე

წლის 24 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ლექციათა განრიგი)

თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–3, მე–4 კურსისა და მაგისტრატურის

სტუდენტებისათვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება ლექციები თემაზე „სამართლებრივი ეთიკა“.

ლექციებს გაუძღვება სამხრეთ ტექსასის სამართლის კოლეჯის ემირიტუსი დეკანი, პროფესორი ჯეიმს ალფინი.


სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის მიმდინარე სემესტრში შესაძლებელი იქნება 35

კრედიტის მოცულობის საგნების გავლა. თუკი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

დარეგისტრირდება და გაივლის ზემოაღნიშნულ კურსს, მას, მონაწილეობის

დამადასტურებელ სერტიფიკატთან ერთად, მიენიჭება 5 კრედიტი და იგი ჩაეთვლება

პრაქტიკულ კომპონენტის ნაწილში.

სემინარებში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაციის მიზნით მათი

საკონტაქტო ინფორმაცია (მობ. ტელ. ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი)და ის, თუ

რომელი პროგრამის მერამდენე სემესტრის სტუდენტად არიან რეგისტრირებულნი მიმდინარე

სემესტრში, უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე giorgi.chakvetadze@tsu.ge

რეგისტრაცია დასრულდება ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, 21:00 საათზე. ლექციათა კურსში

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მასში ჩაერთვება ის 20 სტუდენტი, რომელიც

პირველი გაივლის რეგისტრაციას. რეგისტრაციისას უპირატესობა მიენიჭებათ სამაგისტრო

პროგრამის სტუდენტებს.

რეგისტრაციის მთავარი წინაპირობაა სტუდენტის სათანადო ენობრივი კომპეტენცია

სამართლებრივ ინგლისურში.

სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ

„ტრეინინგში“, საპატიოდ ჩაეთველბათ იმ ლექციებსა და სემინარებზე დაუსწრებლობა,

რომლებიც ტარდება „ტრეინინგის“ მიმდინარეობისას.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტს მიენიჭება სამხრეთ ტექსასის

სამართლის კოლეჯისა და თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ დამოწმებული

სერტიფიკატი. ათვისებული ცოდნის შემოწმება მოხდება კურსის მიმდინარეობაში

სტუდენტის ჩართულობისა და ლექციების ბოლო დღეს ჩატარებული წერილობითი გამოკითხვის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

გიორგი ჩაკვეტაძე

ტელ.: (995 32) 2290596, (995 77) 161907

ელ. ფოსტა: giorgi.chakvetadze@tsu.ge

თსუ მე–2 კორპუსი, ოთახი # 124

Print

« იხ. ყველა სიახლე