ბეჭდვა |/ დახურვა
 

სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა: სამოქალაქო სამართლის მიმართულება

2013-04-24

სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა: სამოქალაქო სამართლის მიმართულება

2013 წლის 25 აპრილს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში (აუდიტორია N107) გაიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლო გამართავს სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის სამოქალაქო სამართლის მიმართულების შეხვედრას თემაზე "საკორპორაციო სამართლის პრობლემური საკითხები სასამართლო პრაქტიკის მიხედვით".

შეხვედრისას განიხილება შემდეგი საკითხები:

* მინორიტარი (უმცირესობაში მყოფი) პარტნიორის / აქციონერის სარჩელი, მის ხელთ არსებული ბერკეტები და სამართლებრივი ზემოქმედების საშუალებების გამოყენების პრაქტიკული პრობლემები * კორპორაციული მართვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ქართული მოდელი, მისი დადებითი და უარყოფით მხარეები * წესდებით რეგულირების თავისუფლება და მისი ფარგლები. სამეთვალყურეო საბჭო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში. ურთიერთობები კომპანიის ორგანოებს შორის და ამ ურთიერთობების სამართლებრივი მხარე. იურისტის როლი და ადგილი შიდაკორპორაციული ურთიერთობების რეგულირებისას * დავა კომპანიის ორგანოებს (დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა / აქცინოერთა კრება) შორის. სათანადო მოსარჩელისა და სათანადო მოპასუხის განსაზღვრის პრობლემები

მომხსენებელი – ირაკლი ბურდული, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი, დეკანი მოდერატორი – ირაკლი ადეიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გზით.

ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი (აუდიტორია N107)

ხანგრძლივობა: 25/4/2013 11:00 - 25/4/2013 15:00

Print

« იხ. ყველა სიახლე