ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-13

კონკურსი სტუდენტური დასაქმების ფარგლებში


ცხადდება კონკურსი სტუდენტური დასაქმების ფარგლებში თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.


  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1.     განცხადება დეკანის სახელზე;

2.     ავტობიოგრაფია (CV) ;

3.     მოტივაცია.


  საბუთები მიიღება ა.წ. 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში.

  გასაუბრება ჩატარდება 23 სექტემბერს, 17.00 საათზე, სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში.


  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე