ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის ნაშრომების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით.
კონფერენციის ჩატარების თარიღის შესახებ გეცნობებათ მასალების მიღების დასრულების შემდეგ.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური