ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ორგანიზებით 2020 წლის 15 ივნისს, 12:30 საათზე გაიმართება ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: „სუროგაციის სამართლებრივი და ეთიკური პრობლემები“. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პროგრამა Zoom-ის გამოყენებით.
პროფესორ ხუბუას მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, გერმანელი და პოლონელი იურისტები. ღონისძიება გადაიცემა live რეჟიმში Facebook პორტალის საშუალებით, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები. იხ. ღონისძიების ბმული:
Facebook
საჯარო ლექცია ჩატარდება გერმანულ ენაზე.