ბეჭდვა |/ დახურვა |
2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების
სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის
რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის
კანცელარიაში 2013 წლის 25 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით (განცხადების ფორმა ):
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე
გაიმართება 11 მარტს. სტუდენტმა თან უნდა იქონიოს სამაგისტრო თემის სავარაუდო
სტრუქტურის ქაღალდური ვერსია (დაზუსტებულ ინფორმაციას გაცნობებთ მოგვიანებით).
სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება იწარმოებს 2013 წლის 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით
მაგისტრატურის კოორდინატორებთან (130–ე ოთახი).
სამაგისტრო ნაშრომს აუცილებლად უნდა დაერთოს ავტორის ახსნა–განმარტება პლაგიატის
არარსებობის შესახებ ( იხ. დანართი ).
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა
მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება
რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).