ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-30

სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი აცხადებს სტატიების მიღებას მე-9 გამოცემისთვის


„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“
აცხადებს სტატიების მიღებას

სტატიის ჩაბარების ბოლო ვადა – 30.09.2018

„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეცხრე  გამოცემისთვის. ჟურნალის რედაქცია შედგება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის იურისტებისგან. სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელია ნორბერტ ბერნსდორფი, გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლე. ჟურნალი არის რეგიონალური ხასიათის და უსასყიდლოდ ვრცელდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე დასავლეთ ევროპაში. აღნიშნული ჟურნალი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით გამოიცემა.

ჟურნალის წინა ნომრები შეგიძლიათ იხილო ვებ-გვერდზე

ჟურნალის მეცხრე გამოცემის თემაა:

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სასჯელაღსრულება“

წარმოდგენილი ნაშრომები უნდა ეხებოდეს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და სამართლებრივ პრაქტიკას, რაც არასრულწლოვანთა დანაშაულს, მათ მიმართ გატარებულ სისხლის სამართალს, არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესს, პატიმრობის პირობებს (რაც გულისხმობს არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას), დასჯის მიზნებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს მოიცავს.

ყველა წარმოდგენილი სტატია დაკავშირებუ¬¬ლი უნდა იყოს აღნიშნულ თემასთან. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვის და სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზის რუბრიკებისთვის წარმოდგენილი ნაშრომები აუცილებელი არ არის შეესაბამებოდეს გამოცემის თემას.

ჟურნალი მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: სტატიები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი, რეცენზია.

ჟურნალი გამოიცემა რუსულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს როგორც რუსულ და ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე.

გადაწყვეტილება ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების თაობაზე მიიღება რედაქციის მიერ. რედაქცია უფლებას იტოვებს, სტატიის ავტორთან შეთანხმებით, გადაამუშაოს, შეცვალოს, შეამოკლოს სტატიის ტექსტი, შეამციროს შრიფტის ზომა და ა.შ.

სტატია უნდა გაიგზავნოს „ Word“-ის დოკუმენტის სახით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: natali.burduli@gmail.com

სახელმძღვანელო პრინციპები ავტორებისთვის


ზოგადი პრინციპები


•    ტექსტის პირველ სქოლიოში უნდა მიუთითოთ თქვენი საქმიანობა/თანამდებობა. ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს  სამ მწკრივს.
•    სტატიას უნდა წაემძღვაროს მოკლე შესავალი (8-10 მწკრივი). ამ ნაწილში გთხოვთ არ გამოიყენოთ სქოლიოები. შესავალის მეშვეობით მკითხველს უნდა შეეძლოს, მიიღოს ზოგადი მოკლე ინფორმაცია. შესაბამისად, შესავალი უნდა მოიცავდეს სტატიის ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამებსა და დასკვნებს, აგრეთვე აღწერდეს მის სტურქტურას. შესავალი გამოყოფილი უნდა იყოს დახრილი შრიფტით.
•    სტატია უნდა იყოს ერთიანად სტრუქტურირებული. ტექსტის სტურქტურირებისას შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იქნეს საამისოდ გათვალისწინებული სამსაფეხურიანი სისტემა: I., 1., ა.; „I“ და „1“ დონეები უნდა დასათაურდეს ქვესათაურებით, „I“ - მუქი შრიფტით, ხოლო „1“ – დახრილი შრიფტით. „ა“ და „აა“ დონეები არ უნდა დასათაურდეს.
•    სქოლიოები არ უნდა აჭარბებდნენ ტექსტის მთლიანი მოცულობის 10%-ს. სქოლიოები განკუთვნილია მხოლოდ ლიტერატურის/გადაწყვეტილების მისათითებლად. წიგნებზე, ჟურნალებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებზე მითითებისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგნი თანმიმდევრობა

o    ავტორი, წიგნის/სტატიის სათაური, [ჟურნალის სათაური], გამოცემა, წელიწადი, გვერდი;
o    სასამართლოს სახელწოდება, სასამართლო საქმის ნომერი, გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილებათა კრებულის სახელწოდება, წელიწადი, გვერდი.

სტატიებთან დაკავშირებული მოთხოვნები

სტატიის ტექსტის მოცულობა სქოლიოებისა და სიტყვებს შორის დაშორების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 40000 ნიშანს. ლიტერატურისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ მონაცემები უნდა განთავსდეს სქოლიოში. სტატია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (მაგ.: კანონთა სახელწოდება) შეიძლება შეიცავდეს შემოკლებებს. სტატიას უნდა დასრულდეს დასკვნით, რომელიც უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვან დასკვნებს და შედეგებს.

მოთხოვნები სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვის მიმართ

სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვის ტექსტის მოცულობა სქოლიოებისა და სიტყვებს შორის დაშორების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 40000 ნიშანს.

მიმოხილვა შემდეგნაირად უნდა იქნეს დასათაურებული „სასამართლო პრაქტიკა .... სამართალში ..... წლიდან”, ან „....... სამართლის განვითარება ...... წლიდან“ ან მსგავსი სათაურით.

სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა შინაარსობრივად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა ეხებოდეს სამართლის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოიცავდეს სასამართლო პრაქტიკას დროში განსაზღვრულ მონაკვეთში და აფასებდეს ამ პერიოდის პრაქტიკას. მიმოხილვა უნდა იყოს ინფორმატიული იმ გაგებით, რომ მან უნდა წარმოაჩინოს სასამართლო პრაქტიკის განვითარების საერთო ტენდენციები. ამასგარდა, უნდა განისაზღვროს განხილული პერიოდის სასამართლო პრაქტიკის ადგილი და როლი მთლიან პრაქტიკაში. დაბოლოს, ჟურნალის რეგიონალური ხასიათიდან გამომდინარე, ეს პრაქტიკა სავარაუდოდ საინტერესო უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების იურისტებისთვისაც.

სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა უნდა დასრულდეს დასკვნით, რომელშიც უნდა აღინიშნოს არსებობს თუ არა, და თუ კი, რა ტენდეციები არსებობს სასამართლო პრაქტიკის განვითარების კუთხით სამართლის ამ სფეროში, ან რა ცვლილებები მოხდა, რა დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, რომელმა ახალმა პრობლემატურმა სფეროებმა იჩინეს თავი და ა.შ.

მოთხოვნები სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზის მიმართ

სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის მოცულობა სქოლიობიესა და სიტყვებს შორის დაშორების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 20000 ნიშანს.

განსახილველად არჩეული უნდა იქნეს სასამართლოს პრინციპიალური და პრაქტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებები. ჟურნალის რეგიონალური ხასიათიდან გამომდინარე, შერჩეული გადაწყვეტილება, მუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ეროვნული კანონმდებლობის განსაკუთრებულობას ეყრდნობოდეს, შეძლებისდაგვარად უნდა იწვევდეს იურიდიულ ინტერესს სამივე ქვეყანაში.

გადაწყვეტილების ანალიზს წინ უნდა უძღოდეს განსახილველი სასამართლო გადაწყვეტილების შემოკლებული ვარიანტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გადაწყვეტილების მნიშვნელოვან პასაჟებს. ის უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მთავარ სამართლებრივ დასკვნას და საქმის მოკლე აღწერილობას (არაუმეტეს 20-25 მწკრივისა). გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ციტირებისას დაცულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების სტრუქტურული თანმიმდევრობა და შემდეგნაირად დასათაურდეს ”გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან”.

სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს: ანალიზის დასაყისშივე ავტორმა უნდა მიუთითოს, მისი აზრით, რამდენად არის შესაბამისი ან შეუსაბამო აღნიშნული გადაწყვეტილება ან რა მოცულობით, ან რა დასკვნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს მას. იქვე უნდა მიეთითოს ის ცენტრალური მომენტი, რომელიც იმსახურებს მის კრიტიკას. ანალიზს ბოლოში უნდა დაერთოს რეზიუმე, რომელიც მიუთითებს განხილული გადაწყვეტილების როლზე სასამართლო პრაქტიკაში და გამოყოფს ტენდენციებსა და პრობლემატურ საკითხებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე