ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-24

გამოცხადდა კანდიდატთა შერჩევა პროგრამაზე - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა ფინანსური წახალისების მიზნით

გამოცხადდა კანდიდატთა შერჩევა   პროგრამ აზე - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“   ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა ფინანსური წახალისების მიზნით

 

,, პროგრამის ,, სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ” ფარგლებში სს იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2014 წლის 17 აპრილის №: 56 /01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი ( იხ: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის წლის 17 აპრილის   №:56 /01-01 ბრძანება და ამავე ბრძანების დანართი 1 ).

 

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად,  იურიდიული ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 128 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ – ის იურიდიულ ფაკულტეტზე წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე . 

 შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია : 

1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე    განცხადების ფორმა ;

2) პირადობის მოწმობის ასლი ;

3) წინა სემესტრის განმავლობაში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) საქართველო ში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა ), ასეთის არსებობის შემთხვევაში. ( რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით,  იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური   კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);

4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის /ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.       (სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2013 წლის 12 აგვისტოდან ა.წ. 14 თებერვლამდე) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით );

 

5) ,, საქართველოს ბანკის “ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი .

 

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე , შესვენება 13-დან 14 საათამდე ), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი : თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ . №3,  ოთახი  N117.

 

გისურვებთ წარმატებებს!

Print

« იხ. ყველა სიახლე