ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-27

იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!



  გამოცხადდა  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს" განათლების ხელშეწყობის პროგრამის" ქვეპროგრამის "დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები"-ს ფარგლებში სტიპენდიის მისანიჭებელ კანდიდატთა განცხადებების მიღება.
სტიპენდია ენიჭებათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს  ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

განცხადებას უნდა ერთვოდეს აფხაზეთის თემაზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.

განცხადებები მიიღება ამა წლის 30 ივლისს, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი №117, 10 სთ-დან 15 სთ-მდე.


გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე