ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-18

ჩვენი სტუდენტების მორიგი გამარჯვება!!!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ),აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველოსა (AIG)  და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC)  აკადემიური მხარდაჭერით ა/წ 15-16 ნოემბერს თსუ-ში დასრულდა მეორე ყოველწლიური ჩემპიონატი საერთაშირისო კომერციულ არბიტრაჟში.

შეჯიბრში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდები.

ნახევარფინალურ რაუნდში დაწინაურდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ორი გუნდი) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდები. 

ფინალურ რაუნდში პირველი ადგილი და ოქროს თასი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა ,,თსუ"-მ შემდეგი შემადგენლობით: ოთარ მაჩაიძე, მათე ხვედელიძე, თეკლე კენკიშვილი. გუნდს მწვრთნელობა გაუწია ადვოკატმა, თსუ-ის მოწვეულმა ლექტორმა _ ლაშა ცერცვაძემ.

მეორე ადგილისა და ვერცხლის თასის მფლობელი გახდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი წევრების შემადგენლობით: მამუკა ბუბუტეიშვილი, ანა აღლაძე, ნიკა სერგია და ნინო ბაგაშვილი. გუნდს მწვრთნელობა გაუწია დავით ჩიტაიშვილმა.

საუკეთესო საარბიტრაჟოს სარჩელისათვის დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,მენდასიუმის" წევრები: ლიკა ყოყუაშვილი, სალომე პაპოშვილი, თათია როგავა და სოფიკო ხუციშვილი. გუნდ ,,მენდასიუმს" მწვრთნელობა გაუწია პროფესორმა, ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

საუკეთესო საარბიტრაჟოს შესაგებლისთვის დაჯილდოვდა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის წევრები: ინგა ნათელაური და ბელონა ჩირაძე ნინო დუნდუას ხელმძღვანელობით.

კონკურსში ასევე წარმატებით მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები (მწვრთნელი - გიორგი ნარმანია): ვახტანგ ჩხენკელი, მარიამ გოგიაშვილი, ვახტანგ გიორგაძე, დიტო ხვიჩია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები: მარიამ კახნიაშვილი, თამთა სებისკვერაძე, ელენე ებანოიძე და ნინო ალანია, მადონა ღიბრაძის ხელმძღვანელობის ქვეშ.


დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მსაჯს, სტუდენტსა და მწვრთნელს მათი ძალისხმევისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისათვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე